ალეკო ელისაშვილი - ძვირფასო „ქართულო ოცნებავ“, მთავრობავ, თქვენ კი სახელმწიფოს ხარჯზე ისხამთ ბენზინს, მაგრამ ძალიან ურტყამს რიგითი მოქალაქეების ჯიბეს საწვავის ასეთი ფასი

ძვირფასო „ქართულო ოცნებავ“, მთავრობავ, თქვენ კი სახელმწიფოს ხარჯზე ისხამთ ბენზინს, მაგრამ ძალიან ურტყამს რიგითი მოქალაქეების ჯიბეს საწვავის ასეთი ფასი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხომაზე განაცხადა და ხელისუფლებას ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

ელისაშვილის განცხადებით, საწვავზე ან აქციზის გადასახადმა უნდა დაიკლოს, ან ნავთობიმპორტიორებმა უნდა „შემოიჭირონ ქამრები“.

„სანამ ნახევარ წელზე მეტია მიდის იწილო - ბიწილო ვინ შედის, ვინ სად შევა, ვინ საიდან გამოვა, ამასობაში ვხედავთ, რომ გაღარიბდა კიდევ ჩვენი ისედაც ღარიბი ქვეყანა და ფასები მიფრინავს, პირდაპირ კოსმოსში მიფრინავს. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი არის საწვავის ფასი. ალბათ, ყველა ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ 3 ლარს გადასცდა ლიტრი ბენზინის ფასი. ძვირფასო „ქართულო ოცნებავ“, მთავრობავ, თქვენ კი სახელმწიფოს ხარჯზე ისხამთ ბენზინს, მაგრამ ძალიან ურტყამს რიგითი მოქალაქეების ჯიბეს საწვავის ასეთი ფასი და იქნებ კეთილი ინებოთ და ან აქციზის გადასახადი დაწიოთ, ან ცოტა დააწევინოთ მადა ნავთობის იმპორტიორებს და ცოტა დედამიწაზე დაეშვან.

გასაგებია, ბიზნესი მოგებაზე ორიენტირებული უნდა იყოს, მაგრამ ასტრონომიული მოგებიდან ცოტა ქვემოთ ჩამოვიდნენ და მათაც „შემოიჭირონ“ ქამარი წელზე, იმიტომ, რომ რიგითი ადამიანები, ისე იჭერენ უკვე წელზე ქამარს, რომ ლამის გაწყდეს ხალხი წელში. ამდენად, დაუყოვნებლივ არის ამ მიმართლებით ნაბიჯები გადასადგმელი,“- განაცხადა ელისაშვილმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა