რამადან ბაირამთან დაკავშირებით ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში აღევლინა

ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში, რამადან ბაირამისადმი მიძღვნილი საზეიმო ლოცვა დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასულიერო პირებსა და შეკრებილ მრევლს დღესასწაული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულმა კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ მიულოცეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა