სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი მთავარი პრიზი - ბინა თბილისში გათამაშდა. ბინის მფლობელი ქრისტინე გოგიაა, ქალაქ ზუგდიდიდან.

ბილეთის გადაფხეკის შემდეგ, სწორედ მან აღმოაჩინა საფარის ქვეშ დამალული დეფიციტური ასო „ნ“, შეაგროვა სიტყვა „ბინა“ და წამახალისებელი გათამაშების სუპერ პრიზი მოიგო.

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“ გათამაშება 1 თებერვლიდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს. მომხმარებელი „მაგნიტის“ ნებისმიერ ფილიალში, ყოველ დახარჯულ 10 ლარზე გათამაშების ერთ ბილეთს იღებს. ბილეთის გადაფხეკის შემდეგ ის ან მომენტალური 10 ლარიანი ვაუჩერის ვიზუალს დაინახავს ან სუპერ პრიზის შემადგენელ ასოებს ამოიკითხავს.

„მაგნიტის“ სახელით ქრისტინე გოგიას ბინის მოგებას ვულოცავ. გვიხარია, რომ ჩვენი მომხმარებლების გახარებას კვლავ ვახერხებთ. 2021 წლის გათამაშებაში უკვე მეორე სუპერ პრიზი გავათამაშეთ, კიდევ ერთი 1000 ლარიანი ხელფასი კი ისევ ელის თავის მფლობელს. „მაგნიტის“ მომხმარებლებს მოვუწოდებ ფრთხილად გადაფხიკონ ბილეთზე დატანილი სპეციალური საფარი, რათა მისი დაზიანება მინიმუმდე დავიყვანოთ, მომგებიანი ბილეთები კი ნებისმიერ ფილიალში წარადგინონ“, - აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, სალომე გელაშვილი.

შეგახსენებთ, „მაგნიტში“ 1000 ლარიანი ხელფასი ერთი წლის განმავლობაში და 5000-მდე მომენტალური ვაუჩერი ჯერ კიდევ გათამაშებაშია. მომენტალური პრიზის, 10 ლარიანი ვაუჩერის გამოყენება „მაგნიტის“ ყველა ფილიალშია შესაძლებელი. ყოველთვიური ხელფასის მოგების შემთხვევაში კი საჭიროა სრულად შეგროვდეს სიტყვა „ხელფასი“, სადაც დეფიციტური ასოა „ლ“.

აღსანიშნავია, რომ პრიზები გაიცემა გათამაშების დასრულებიდან მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში, მომგებიანი ბილეთისა და პირადობის მოწმობის წარდგენიდან - არაუგვიანეს 6 დღისა.

სუპერმარკეტების ქსელში „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშება გასულ წლებშიც მიმდინარეობდა. კომპანიამ 2019 და 2020 წლებში გაათამაშა 2 ბინა თბილისში, ხელფასი, ავტომობილი, მოგზაურობა, ლეპტოპები, ტელევიზორები, მობილური ტელეფონები, ველოსიპედები და სხავდასხვა ბრენდირებული საჩუქარი.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით