პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას

ისრაელსა და პალესტინას შორის გააქტიურებული კონფლიქტის მიზეზებსა და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე “ინტერპრესნიუსი“ რუს სამხედრო ექსპერტს, პაველ ფელგენგაუერს ესაუბრა.

- ბატონო პაველ, რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ თუ როგორ ბომბავს „ჰამასი“ ისრაელს და როგორ იგერიებს პალესტინელების შეტევებს ისრაელი. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ისრაელსა და პალესტინას შორის ხდება.

- მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. ადგილი აქვს მღელვარებებს ისრაელში, მხედველობაში მაქვს შეტაკებები ებრაელებსა და არაბებს შორის. დასავლეთ სანაპიროზე მეტ-ნაკლებად სიმშვიდეა. ვითარება იმ პროცესების ჩვეულებრივი გაგრძელებაა, რაც აქამდე ხდებოდა.

ახალი გახლავთ ის, რომ „ჰამასს“ ამჯერად შეძენილი აქვს საკმაოდ ბევრი იარაღი, თან იმ ტიპის, რომელთა მოქმედების რადიუსი მნიშვნელოვნად გაზრდილია. თუმცა, სამხედრო თვალსაზრისით, ამ იარაღით მათ უპირატესობის მიღწევა არ შეუძლიათ. იყო შემთხვევა, როცა მათ ქარხნული წესით დამზადებული „კორნეტის“ სისტემის იარაღიდან ისროლეს. როგორც ჩანს, ეს იარაღი მათ საკმაოდ ცოტა აქვთ და ამიტომ ხშირად ვერ იყენებენ.

- როგორც ჩანს, „ჰამასი“ ამ დაბომბვებისთვის დიდხანს ემზადებოდა. უცნაური ისაა, მათი ეს მზადება რატომ აღმოჩნდა ისრაელისთვის შეუმჩნეველი...

- დიახ, სხვადასხვა მონაცემებით „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 1500-1800 რაკეტა ისროლა. მათი ეფექტურობა აშკარად დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვამ შეძლო ჰაერშივე გაენადგურებინა, საკმაოდ ბევრი რაკეტაა აფეთქებული ისრაელის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი, მაგრამ გაცილებით იმაზე ნაკლები, ვიდრე „ჰამასი“ ისურვებდა.

„ჰამასი“ თვლის, რომ ისრაელთან დაპირისპირებაში ფსიქოლოგიურ ეფექტს მიაღწია, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით მათ წარმატებაზე საუბარი გადაჭარბებულია. ლიბიასთან მეორე ომის დროს რაც იყო, იმასთან შედარებით „ჰამასის“ წარმატებით მოქმედებაზე საუბარი ზედმეტიც კია. საქმე ისაა, რომ მაშინ ისრაელს არ ჰქონდა საჰაერო თავდაცვის ის სისტემა, რომელსაც შეეძლო მის საჰაერო სივრცეში შემოსული რაკეტების განადგურება.

ჰამასითვლის, რომ ისრაელთან დაპირისპირებაში ფსიქოლოგიურ ეფექტს მიაღწია, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით მათ წარმატებაზე საუბარი გადაჭარბებულია

მიუხედავად იმისა, რომ ახლა „ჰამასის“ მოქმედებას სამხედრო თავლსაზრისით დიდი ეფექტი არ აქვს, პოლიტიკური, თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს ისრაელისთვის კარგი ვერანაირად ვერ იქნება. ასეა, თუნდაც იმის გამო, რომ ამჯერად კონფლიქტი მხოლოდ ისრაელსა და „ჰამასს“ შორი კი არაა, არამედ კონფლიქტია ისრაელში მცხოვრებ არაბებსა და ებრაელ მოქალაქეებს შორის.

ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორის ერთდროული დაბომბვა ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. ისრაელს სახმელეთო ოპოერაცია არ დაუწყია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ისრაელი იძულებული იქნება დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია „ჰამასის“ წინაღმდეგ. როგორც ჩანს, ეს ოპერაცია საკმაოდ ძლიერი იქნება.

ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორის ერთდროული დაბომბვა ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. ისრაელს სახმელეთო ოპერაცია არ დაუწყია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ისრაელი იძულებული იქნება დაიწყოს სახმელეთო ოპერაციაჰამასისწინაღმდეგ ღაზის სექტორში

ახლა „ჰამასისთვის“ მომგებიანია ზავის დადება. ახლა ამას ითხოვს მსოფლიო თანამეგობრობა, რათა მალე დასრულდეს კონფლიქტი და შეწყდეს სროლები.

ჩემი აზრით, ახლა ისრაელი „ჰამასთან“ ზავს არ დათანხმდება და შეეცდება „ჰამასს“ იმაზე გაცილებით დიდი ზიანი მიაყენოს, ვიდრე ისინი კონფლიქტის დაწყებამდე ვარაუდობდნენ.

- ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ბრძოლას დიდი ხნის ისტორია აქვს, ახალი მართლაც არაფერი ხდება, მაგრამ „ჰამასის“ ახლა გაქტიურება სავარაუდოდ რას შეიძლება უკავშირდებოდეს და რა მიზანს ისახავს?

- ახლა ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის აქტიურ ფაზაში გადასვლა უკავშირდება ერთი მხრივ პროცესებს როგორც პალესტინასა და არაბულ სამყაროში, ისე ისრაელის საშინაო პოლიტიკაში.

ახლა ისრაელიჰამასთანზავს არ დათანხმდება და შეეცდებაჰამასსიმაზე გაცილებით დიდი ზიანი მიაყენოს, ვიდრე ისინი კონფლიქტის დაწყებამდე ვარაუდობენ

პალესტინაში გამწვავებულია ურთიერთობები „ჰამასს“, მაჰმუდ აბასსა და „ფახტს“ შორის. მათ შორის არაა თანხმობა. მათი მოწინააღმდეგენი სხვა არაბები არიან. ყველა ისინი შემოსავლის წყაროებისთვის იბრძვიან.

პალესტინის ავტონომია საკმაოდ დიდ თანხებს იღებს დანარჩენი არაბული სამყაროსაგან, გაეროსაგან. ადრე ამერიკელებისგანაც იღებდენ. ტრამპის პრეზიდენტობისას პალესტინას დახმარება შეუწყდა. ფაქტია, რომ პალესტინის ავტონომიის ადმინისტრაცია კორუმპირებულია. მათ შორის მაჰმუდ აბასი. ისინი მათთვის გამოყოფილ თანხებს იპარავენ.

„ჰამასის“ ხელმძღვანელობა უფრო იდეური ისლამისტები არიან და ამიტომ ისინი ნაკლებ თანხებს იპარავენ. მათ 2007 წელს მიაღწიეს იმას, რომ 2021 წლის მაისში 15 წლის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო პალესტინის პარლამენტის არჩევნები ღაზის სექტორში. ღაზის სექტორს „ჰამასი“ აკონტროლებს და ცხადია არჩევნებსაც ისინი მოიგებდნენ.

ახლა ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის აქტიურ ფაზაში გადასვლა უკავშირდება ერთი მხრივ პროცესებს როგორც პალესტინასა და არაბულ სამყაროში, ისე ისრაელის საშინაო პოლიტიკაში

არაა გამორიცხული, რომ „ჰამასს“ არჩევნები დასავლეთ სანაპიროზეც მოეგო და პრობლემები შეექმნა მაჰმუდ აბასის ადმინისტრაციისთვის. მოვლენათა ამგვარი განვითარება არც „ფახტისა“ და არც აბასისთვის მისაღები არაა. დასავლეთ სანაპიროზე „ჰამასის“ გამარჯვება არც ისრაელისთვის არაა მისაღები.

მიუხედავად იმისა, რომ აბასის ადმინისტრაცია, მართალია, კორუმპირებულია, მაინც საკმაოდ წარმატებით თანამშრომლობს ისრაელის სპეცსამსახურებთან ექსტრემისტებთან ბრძოლაში.

2021 წლის მაისში 15 წლის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო პალესტინის პარლამენტის არჩევნები ღაზის სექტორში. ღაზის სექტორსჰამასიაკონტროლებს და ცხადია, არჩევნებსაც ისინი მოიგებდნენ

რადგან „ჰამასის“ გამარჯვება არავის უნდა, მიიღეს გადაწყვეტილება არჩევნების გადატანის შესახებ. მიზეზად დასახელდა იერუსალიმის ჩრდილოეთ ნაწილში დაწყებული არეულობა და მღელვარებები. ამით ისარგებლა „ჰამასმა“, რომელსაც ამ დროისთვის საკმაოდ ბევრი იარაღი აღმოაჩნდა დაგროვილი.

რაც შეეხება ისრაელს, ისრაელში კარგა ხანია დროში გაწელილი პოლიტიკურ კრიზისია. ნეთანიაჰუ, რომელსაც მიეცა მთავრობის ფორმირების მანდატი, ამას ვერ ახერხებს, რადგან მის საქმეს სასამართლო განიხილავს. ახლა ისრაელში ძველი მთავრობა ფუნქციონირებს.

არაა გამორიცხული, რომჰამასსარჩევნები დასავლეთ სანაპიროზეც მოეგო და პრობლემები შეექმნა მაჰმუდ აბასის ადმინისტრაციისთვის. მოვლენათა ამგვარი განვითარება არცფახტისადა არც აბასისთვის მისაღები არაა. დასავლეთ სანაპიროზეჰამასისგამარჯვება არც ისრაელისთვის არაა მისაღები

შევხედოთ ნეთანიაჰუს და მისი თავდაცვის მინისტრი ბენი განცის, რომელმაც ბევრი დაკარგა იმის გამო, რომ სწორედ მისი ინიციატივით დაიშალა ნეთანიაჰუს კოალიციური მთავრობა. არადა, სწორედ ის დაეხმარა ნეთანიაჰუს შეექმნა კოალიცია, რომელმაც ერთ წელზე ნაკლები გაძლო.

სანაცვლოდ, ნეთანიაჰუს შემდეგ გარკვეული ვადით ის უნდა ყოფილიყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი. მართალია, ასე არ მოხდა, მაგრამ ახლა ორივე ეს პოლიტიკური ფიგურა მზად არის გაბედულად იმოქმედოს.

- მაჰმუდ აბასმა განაცხადა - იერუსალიმის თემა იყო ის წითელი ხაზი, რამაც გამოიწვია დაწყებული პროცესები. მანამდე არ იქნება მშვიდობა, ვიდრე იერუსალიმი არ განთავისფლდება.

არადა, ტრამპის ადმინისტრაციამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა...

- ხუთ წელზე მეტია მაჰმუდ აბასი პოლიტიკური გვამია. მან შეიძლება განცხადებები აკეთოს, მაგრამ მას სერიოზულად არც არავინ ელაპარაკება, რადგან ყველამ იცის, რომ აბასს პალესტინაში სერიოზული მხარდაჭერა არ აქვს. არაფატისგან განსხვავებით ის სიმბოლური ფიგურაა.

- თქვენი დაკვირვებით რისი მიღწევა სურს „ჰამასს“?

- „ჰამასს“ ახლა ზავის დადება უნდა ისრაელთან თუნდაც კონფლიქტამდე არსებულ სტატუს-კვოზე. თუ ეს მათ შეძლეს, შემდეგ შეეცდებიან მიაღწიონ პალესტინის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად ღაზის სექტორზე კონტროლს. მათ კარგად ესმით, რომ კონფლიქტის კიდევ გაგრძელება მათ კარგს არაფერს მოუტანს.

ისრაელში კარგა ხანია დროში გაწელილი პოლიტიკურ კრიზისია. ნეთანიაჰუ, რომელსაც მიეცა მთავრობის ფორმირების მანდატი, ამას ვერ ახერხებს, რადგან მის საქმეს სასამართლო განიხილავს. ახლა ისრაელში ძველი მთავრობა ფუნქციონირებს

მათ ძალა ანახეს როგორც ისრაელს, ისე აბასის ადმინისტრაციას. მათი პროპაგანდა ქმნის სურათს, რომ ისრაელს მიაყენეს დიდი ზიანი და ქმნიან ილუზიას, რომ დაამარცხეს იგი. ბაიდენის ადმინისტრაციაც აცხადებს, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი, მაგრამ საჭიროა ზავი პალესტინასთან გარკვეული დათმობების ხარჯზე.

ისრაელის მხრიდან ახლა დათმობებზე წასვლა მართლაც იქნება აღქმული პალესტინაში როგორც „ჰამასის“ გამარჯვება. ამიტომ, ახლა ნეთანიაჰუ-განცის მთავრობას მოვლენათა ასეთი განვითარება სულაც არ სჭირდება. ამიტომ, ვფიქრობ რომ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ გაზის სექტორში ფართომასშტაბიან სამხედრო სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს. ისრაელი შეეცდება გაზის სექტორი მთლიან ან ნაწილობრივ გაწმინდოს „ჰამასელებისაგან“.

ისრაელის მხრიდან ახლა დათმობებზე წასვლა მართლაც იქნება აღქმული პალესტინაში როგორცჰამასისგამარჯვება. ამიტომ, ახლა ნეთანიაჰუ-განცის მთავრობას მოვლენათა ასეთი განვითარება სულაც არ სჭირდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისრაელიჰამასისწინააღმდეგ ღაზის სექტორში ფართომასშტაბიან სამხედრო სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს. ისრაელი შეეცდება ღაზის სექტორი მთლიანად ან ნაწილობრივ გაწმინდოსჰამასელებისაგან

თუ რამდენად იქნება წარმატებული ისრაელის სამხედრო ოპერაცია, მთლიანად იქნება დამოკიდებული ნეთანიაჰუს ოპონენტისა და დროდადრო მოკავშირე, თავდაცვის მინისტრ დენი განცზე. იგი გენერალ-ლეინტენანტი გახლავთ. სხვათა შორის, ისრაელში ამაზე დიდი სამხედრო წოდება არც არსებობს.

ბოლო არჩევნებზე მას არ ჰქონია სახარბიელო შედეგი, ახლა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთელ ქვეყანს და მათ შორის ოპონენტებს დაუმტკიცოს, რომ ქვეყნისთვის რაღაცის გაკეთება შეუძლია.

- ბრძანეთ, რომ პალესტინელებისა და „ჰამასის“ გარდა, ისრაელის მეორე პრობლემაა ქვეყნის ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება.

თუ სწორად მახსოვს, ისრელაში 1,5 მილიონი მუსლიმი მოქალაქე ცხოვრობს. ისინი დასაქმებულიც არიან და ყოველ შემთხვევაში პანდემიამდე, ეკონომიკურად საკმაოდ კარგადაც გრძნობდნენ თავს.

ახლა ვხედავთ, რომ ისრაელის მუსლიმი მოსახლეობა პალესტინელების მიმართ აღმოჩნდა სოლიდარული....

- არაა გასაკვირი, რომ ისინი პალესტილელებს გულშემატკივრობენ. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ არეულობებში არც ისე ბევრი არაბი იღებს მონაწილეობას. რამდენადაც მახსოვს, ისრაელში მხოლოდ 13% არა ებრაელი. მათ შორის არიან არა მხოლოდ მუსლიმები. თუმცა, მუსლიმების რიცხვი დაახლოებით იმდენი იქნება, რამდენიც თქვენ ბრძანეთ.

ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პანდემიის გამო ისრაელშიც დაგროვდა უამრავი პრობლემები. ეკონომიკურმა პრობლემებმა ხალხში, მათ შორის არაბებში დააგროვა უკმაყოფილების მუხტი. ბევრმა დაკარგა სამუშაო, ბევრი იმდენ დახმარებას ვერ იღებს რა საჭიროებებიც აქვს.

არეულობებში არც ისე ბევრი არაბი იღებს მონაწილეობას... ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პანდემიის გამო ისრაელშიც დაგროვდა უამრავი პრობლემები. ეკონომიკურმა პრობლემებმა ხალხში, მათ შორის არაბებში დააგროვა უკმაყოფილების მუხტი. ბევრმა დაკარგა სამუშაო, ბევრი იმდენ დახმარებას ვერ იღებს რა საჭიროებებიც აქვს

ისრაელში შიმშილით არავინ კვდება, მაგრამ სოციალური დაძაბულობისა და უკმაყოფილების მუხტი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. კონფლიქტის ფონზე ამან ეთნოსებს შორის შეტაკებები გამოიწვია.

ნეთანიაჰუს მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი ისრაელში არ დაუშვებენ ეთნოსებს შორის დაპირისპირებას. ამ თვალსაზრისით არც არაბებს და არც ებრაელებს არ დაინდობენ. არ დაუშვებენ ეთნოსების წარმომადგენლებს შორის ანგარისწორებების აქციებს. პოლიციას დაევალა კანონის მთელი სიმკაცრით მოექცნენ როგორც არაბებს, ისე ებრაელებს.

უნდა ითქვას, რომ ისრაელის არმიასა და პოლიციაში ბევრი არაბი მსახურობს. ასე რომ დარწმუნებული ვარ, ისრაელის ხელისუფლებას გაუჭიდება შიდა არეულობებთან გამკლავება.

- თქვენი დაკვირვებით, რა პოზიცია ექნება ამ კონფლიქტში აშშ-ს ადმინისტრაციას?

- აშშ-ს ადმინისრაციას ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი არ აწყობს. ჯერ ისინი, რა თქმა უნდა, მხარს უჭერენ ისრაელს. „დემოკრატების“ მემარცხენეთა ფრთა აშშ-ს ხელისუფლობისაგან ითხოვს მეტი გაგებით თუ არ მოეკიდებიან პალესტინელების პრობლემებს, ბალანსი მაინც დაიცვან.

აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვებით ქვეყნის მოსახლეობის 75% მხარს ისრაელს უჭერს, ამიტომ ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მომგებიანი არ იქნებოდა „დემოკრატი“ მემარცხენეების აზრის გათვალისწინება. ფაქტია, რომ ვაშინგტონმა ისრაელში საშუალო დონის დიპლომატები გააგზავნა მოლაპარაკებების საწარმოებლად.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ბაიდენის ადმინისტრაცია არ აპირებდა არც ისრაელის და არც ახლო აღმოსავლეთის პრობლემებით დაკავებას. მისთვის უფრო პრიორიტეტულია ჩინეთთან და ირანთან დაკავშირებული თემები.

- ისრაელ-პალესტინის თემებზე ტელეფონით ისაუბრეს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. ერდოღანმა გამოთქვა სურვილი, რომ ამ კონფლიქტში სამშვიდობო ძალებით ჩაერთონ თურქეთი და რუსეთი.

თუმცა, ამგვარი პერსპექტივა არარეალურად გამოიყურება...

- თურქეთსა და რუსეთს ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში საკმაოდ დაბალანსებული პოზიცია ექნებათ. ორივე დაგმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას.

რუსეთის დიპლომატიურ და სამხედრო საზოგადოებას უყვართ ებრაელები და ისრაელთან ურთიერთობების გაფუჭებას არ მიესალმებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ იციან - ისრაელი აშშ-ს სატელიტია და ასეთად დარჩება.

ვლადიმერ პუტინს ებრაელები უყვარს და მათ მხარს უჭერს. მას ბრწყინვალე ურთიერთობები აქვს პრემიერ ნეთანიაჰუსთან. ამიტომ ამ კონფლიქტში მოსკოვის პოზიცია მეტად დაბალანსებული იქნება.

ისრაელის არმიასა და პოლიციაში ბევრი არაბი მსახურობს. ასე რომ დარწმუნებული ვარ, ისრაელის ხელისუფლებას გაუჭირდება შიდა არეულობებთან გამკლავება

დაახლოებით ასეთი პოზიცია იქნება - მოგვწონს ებრაელები, მაგრამ არაბებიც მოგვწონს. ამიტომ ჩვენი პოზიცია გვერდიდან დაბალანსებულად მაყურებლის პოზიცია იქნება. სხვათა შორის, რუსეთის პროპაგანდისტული არხებიც ამ კონფლიქტს საკმაოდ დაბალანსებულად აშუქებენ.

- გავრცელებული ცნობებით პეკინმა და თეირანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ჩინეთი ირანში ყოველწლიურად 25 მილიარდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

გარდა ამისა, მათ შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ამ ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლობაზე.

ვითარებაში, როცა ირანს სურს ისრაელის სახელმწიფოს განადგურება, რას შეიძლება ნიშნავდეს ჩინეთსა და ირანს შორის ურთიერთობების გაღრმავება ახლო აღმოსავლეთისთვის და ისრაელისთვის?

- ირანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება პერსპექტივაში ახლო აღმოსავლეთში დიდ ომს გამოიწვევს.

ვლადიმერ პუტინს ებრაელები უყვარს და მათ მხარს უჭერს. მას ბრწყინვალე ურთიერთობები აქვს პრემიერ ნეთანიაჰუსთან. ამიტომ ამ კონფლიქტში მოსკოვის პოზიცია მეტად დაბალანსებული იქნება

არა მგონია, ახლა ირანი დაინტერესებული იყოს ჩაერიოს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში. თეირანმა იცის, რომ თუ ახლა „ჰამასს“ დაეხმარება, ისრაელი ირანს უპასუხოდ არ დატოვებს. ახლა ირანი უფრო დაკავებულია სირიით. თუმცა, თეირანი „ჰამასიც“ აქტიურად უჭერს მხარს.

- სხვათა შორის, „ჰამასის“ მხარდაჭერას არც მოსკოვი მალავს?

- პალესტინის საკითხში რუსეთს ორმაგი პოზიცია აქვს. რუსეთის სამხედრო და დიპლომატიურ აპარატს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბოგდანოვს, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის საკითხები აბარია, შეიძლება ითქვას, პროისრაელური პოზიციები აქვთ. ასეთივე პოზიცია აქვს პუტინს.

ირანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება პერსპექტივაში ახლო აღმოსავლეთში დიდ ომს გამოიწვევს

პრეზიდენტ პუტინის აპარატის პოზიცია ასეთია - ისრაელთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია სწორი არაა. მიუხედავად, ამისა, ჩვენ ვმეგობრობთ ისრაელთან, ირანთან, „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ ერთდროულად. მაგრამ, ეს არ ნიშნავს ისეთ დამოკიდებულებას როგორც სსრკ-ს დროს იყო ისრაელთან ურთიერთობაში.

ყოველ შემთხვევაში, ასე იქნება ვიდრე ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუ იქნება. სხვათა შორის, 9 მაისის გამარჯვების დღესასწაულზე მოსკოვში არ ჩამოსულა მაჰმუდ აბასი და არ გაუკეთებია მკერდზე გიორგიევსკი ლენტი. ნეთანიაჰუ ჩამოსულიც იყო და მკერდზე გიორგიევსკი ლენტიც ეკეთა.

რუსეთის სამხედრო და დიპლომატიურ აპარატს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბოგდანოვს, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის საკითხები აბარია, შეიძლება ითქვას, პროისრაელური პოზიციები აქვთ. ასეთივე პოზიცია აქვს პუტინს

რაც კრემლისთვის იმას ნიშნავს, რომ ის კარგი ადამიანია. ეს კი კიდევ იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ანტიისრაელურ აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს და ისრაელის წინააღმდეგ ნაბიჯს არ გადადგამს, ვიდრე იქ პრემიერი ნეთანიაჰუა.

- ამ საკითხებზე თუ ისევ თურქეთის პოზიციებს დავუბრუნდებით, ამ თემაზე რას დაამატებდით?

- თურქეთს შეუძლია ისეთი განცხადებები აკეთოს, ერდოღანს რომ მოუნდება. მაგრამ რა შეუძლია თურქეთმა გააკეთოს? აუკრძალავს თავის ტერიტორიაზე ისრაელის თვითმფრინავებს ფრენას?

არა. განცხადებები და პროპაგანდის შემცველი განცხადებები ბევრი იქნება, მაგრამ რეალურად არც არაფერი. თურქეთი ისრაელის საქმეებში რეალურად ჩარევა არ შეუძლია.

- სავარაუდოდ, რით დასრულდება გააქტიურებული პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი?

- დასრულდება ზავითა და შეთანხმებით. ისევ როგორც აქამდე ყველა ახლო აღმოსავლური კონფლიქტი ზავითა და შეთანხმებით დასრულებულა. თან ისეთი ზავით, რომელიც არავის არ მოსწონს, მაგრამ მხარეები იძულებული იქნებიან გარკვეული დროით ასრულონ იგი.

- ამჯერად ზავისა და შეთანხმების პირობები სავარაუდოდ როგორი იქნება?

- ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი რა სახის წმენდას ჩაატარებს ღაზის სექტორში. თეორიულად ისრაელს შეუძლია მთელი ღაზის სექტორის დაკავება, ღაზის სექტორის ჯერ „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდა და შემდეგ აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემა. მაგრამ ამჯერად სჭირდება თუ არა მას ამის გაკეთება, არ ვიცი.

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ისრაელი „ჰამასის“ აქტიურობას უპასუხოდ არ დატოვებს. სახმელეთო ოპერაციის ორგანიზებას დრო და გარკვეული სამხედრო გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება.

ამ ოპერაციის ჩატარებას დიდი დრო არ დასჭირდება. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ „ცახალის“ არმია ბევრ სიუპრიზებს მოუმზადებს „ჰამასს“ და ისრაელის ოპერაცია წარმატებული და სახმელეთო ოპერაციების კვალობაზე მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით განხორციელდება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით