ბათუმში გარდაცვლილი ქალის და მამაკაცის მეზობლები სავარაუდო ვერსიებზე საუბრობენ

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ნაპოვნი ქალისა და მამაკაცის ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მეზობლების ნაწილი ამბობს, რომ ქალის გარდაცვალება ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციამ გამოიწვია, ნაწილი კი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქალი სავარაუდოდ, ცივი იაღარით არის მოკლული. რაც შეეხება მამაკაცს, ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ქალის მკვლელობის შემდგომ მე-19 სართულიდან გადახტა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ქალის და მამაკაცის ცხედრები იპოვეს. ქალი ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ნახეს გარდაცვლილი, მამაკაცი კი კორპუსის ეზოში. მეზობლების ინფორმაციით, დილის 6 საათზე, მე-19 სართულიდან ხმაური შემოესმათ, რის შემდეგაც კორპუსის ეზოში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი ქალი და მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

იხილეთ ვიდეო:ბათუმში გარდაცვლილი ქალის და მამაკაცის მეზობლები სავარაუდო ვერსიებზე საუბრობენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა