51-ე სკოლის დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, რომ კორონავირუსს ბიოლოგიის მასწავლებელი ემსხვერპლა და სკოლაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა

51-ე საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კორონავირუსს ბიოლოგიის მასწავლებელი ემსხვერპლა და სკოლაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

როგორც სკოლის დირექტორმა, თინათინ გურამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, აღნიშნულმა პედაგოგმა 51-ე საჯარო სკოლა 2019 წელს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ამასთან, მისი თქმით, ვირუსი 2 პედაგოგს დაუდასტურდა, თუმცა ისინი თვითიზოლაციაში არიან და სკოლაში კოვიდ 19-ის შიდა გავრცელება არ ყოფილა.

„სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა, მას 2019 წლიდან ჩვენს სკოლასთან შემხებლობა არ ჰქონია, საპენსიო პროგრამის ფარგლებში პირადი განცხადების საფუძველზეა გათავისუფლებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენს სკოლაში სწავლის დაწყებამდე მუდმივად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და სწავლის დაწყებამდეც ტესტირება ჩატარდა, რომელიც კოვიდის პრევენციას ემსახურება. რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა იყო უქმე დღეების პერიოდში, თუმცა ეს არ ყოფილა სკოლიდან გავრცელება, არამედ ოჯახის წევრებს ჰქონდათ ვირუსი დადასტურებული და თვითიზოლაციაში არიან. საუბარია 2 პედაგოგზე, თუმცა, 12-დღიანი პერიოდი მთლიანად არის გასული, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის რეკომენდირებული პრევენციისთვის, რაც თვითიზოლაციაში უნდა გაატარონ. ამ პედაგოგებს ამ პერიოდში სკოლასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ და შიდა გავრცელება არ ყოფილა. მუდმივად ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაობს, ყოველ 2 კვირაში ერთხელ ტესტირება ტარდება და აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ არის ყველაფერი“, - განაცხადა თინათინ გურამიშვილმა.

51-ე საჯარო სკოლის დირექტორი ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეპიდვითარების გამო, ონლაინ რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნით მიმართეს.

„სადეზინფექციო სამუშაოები ჩავატარეთ და 13 მაისს სწავლა გავაგრძელეთ. არ ვადასტურებთ ინფორმაციას, თითქოს სამინისტროს სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით მივმართეთ და უარი გვითხრეს“, - განაცხადა გურამიშვილმა.

გარდაცვლილი პედაგოგის შვილი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მას 51-ე საჯარო სკოლასთან შემხებლობა არ ჰქონია. „დედას სკოლასთან შემხებლობა არ ჰქონდა, 2 წლის წინ დაწერა განცხადება და პენსიაზე იყო. ტელევიზიით მოვისმინე ინფორმაცია და ძალიან აღვშფოთდი, იმიტომ, რომ სერიოზული დეზინფორმაციაა“,-აცხადებს ის.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება