გორის მერი - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მერიაში 40 კაცს აქვს წასვლაზე განცხადება დაწერილი, ტყუილია

თანამშრომლებს, რომლებიც არიან კონკურსის წესით დანიშნულები, იცავს კანონი, შესაბამისად, მე მათ ვერ გავათავისუფლებ, თუმცა, შეიძლება, ისინი წავიდნენ საკუთარი განცხადებებით, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა მედიის მიერ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, „გასათავისუფლებელთა 40-კაციანი სიის შესახებ" არაოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ არაფერი იცის.

„ინფორმაცია, თითქოს, მერიაში 40 კაცს აქვს წასვლაზე განცხადება დაწერილი, არის ტყუილი, ვინ გითხრათ, რომ 40 კაცს აქვს დაწერილი განცხადება, არასწორი ინფორმაცია გაქვთ. რაც შეეხება ბოლო დღეებში საკუთარი განცხადების საფუძველზე წასულ ორ თანამშრომელს, ლალებაშვილს და პაპიტაშვილს, გეტყვით, რომ ლალებაშვილმა სამჯერ მომმართა უკვე, მაგრამ არ ვუშვებდი, იმიტომ რომ საჭირო იყო ის პიროვნება, იმიტომ რომ ბევრი პროექტების განხორციელება ხდებოდა, მაგრამ მან განაცხადა, რომ მიდის კერძო სექტორში და ამის გამო დაწერა განცხადება. რაც შეეხება პაპიტაშვილს, თითქოს განცხადების დაწერის იძულებაში მე მადანაშაულებს, კი, შეიძლება მე დამადანაშაულოს, მაგრამ ისევ ვიმეორებ, მას იცავდა კანონი, თუ განცხადების დაწერა არ უნდოდა, შეეძლო, რომ არ დაეწერა და არ წასულიყო", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა მედიის მიერ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მერია ოთხმა თანამშრომელმა დატოვა, ოთხივე მათგანმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მერმა წასვლა აიძულა, თავად კონსტანტინე თავზარაშვილი კი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა და ქონების მართვის განყოფილების უფროსმა წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღეს, მერის ორი მოადგილე კი, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის აგიტაციის გამო თავად გაათავისუფლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა