ირაკლი ქარსელაძე - სტიქიის შედეგად დაზიანებული ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები ყველა საჭირო რესურსის გამოყენებით დასრულდება

შატილისკენ მიმავალ გზაზე პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო დასრულებულია გეოლოგიური შესწავლის შესაბამისი ხარისხით, ქვათა ცვენა კი წლევანდელი ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ, სტიქიური მოვლენის შედეგად განვითარდა, რაზეც რეაგირება მყისიერად მოხდა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის გაწმენდითი და დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება და ყველა საჭირო რესურსის გამოყენებით დასრულდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზა 90-ე კმ-მდეა გაწმენდილი, სადაც სუსტი გრუნტების გამო ჩამოშლილია დიდი ოდენობით შვავი და კლდის მასა. მათივე ინფორმაციით, მონაკვეთი სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად აღდგება და საავტომობილო გზა, სავარაუდოდ, 2 კვირაში გაიხსნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა