პაატა მანჯგალაძე - ამნისტიის კანონისგან განსხვავებით, „საარჩევნო კოდექსის" განხილვისას გარემო არის უფრო კონსტრუქციული, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით თითქმის გვაქვს თანხმობა

ამნისტიის კანონისგან განსხვავებით, „საარჩევნო კოდექსის" განხილვისას გარემო არის უფრო კონსტრუქციული, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით თითქმის გვაქვს თანხმობა, - ამის შესახებ მმართველ გუნდთან „საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების განსახილველად გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრისას მხოლოდ ორ საკითხთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა.

„დღეს იყო სამუშაო შეხვედრა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ამნისტიის კანონისგან განსხვავებით, გარემო არის უფრო კონსტრუქციული, უფრო პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით თითქმის გვაქვს თანხმობა. არის ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. ამაზე არის აზრთასხვადასხვაობა, მაგრამ მგონია, რომ ამაზეც შევთანხმდებით“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიცია არ ეთანხმება იმას, რომ „ევროპელ სოციალისტებს" „პატრიოტთა ალიანსის" ნაცვლად ცესკო-ში წევრის ყოლის შესაძლებლობა მიეცეს.

„სულ ეს ორი საკითხია, მაგრამ არ მგონია, რომ ხელისუფლებას ამ საკითხებზეც პრინციპული პოზიცია ჰქონდეს და შესაძლებელია შევთანხმდეთ. შესაძლებელია, რომ მომავალი კვირიდან კომიტეტებში განხილვა დაიწყოს. არის მოსაზრება, რომ დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და არის მოსაზრება, რომ სავალდებულო კომიტეტებმა განიხილოს, ამაზეა საუბარი", - განაცხადა მანჯგალაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

პაატა მანჯგალაძე - ამნისტიის კანონისგან განსხვავებით, „საარჩევნო კოდექსის" განხილვისას გარემო არის უფრო კონსტრუქციული, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით თითქმის გვაქვს თანხმობა

ამნისტიის კანონისგან განსხვავებით, „საარჩევნო კოდექსის" განხილვისას გარემო არის უფრო კონსტრუქციული, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით თითქმის გვაქვს თანხმობა, - ამის შესახებ მმართველ გუნდთან „საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების განსახილველად გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრისას მხოლოდ ორ საკითხთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა.

„დღეს იყო სამუშაო შეხვედრა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ამნისტიის კანონისგან განსხვავებით, გარემო არის უფრო კონსტრუქციული, უფრო პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით თითქმის გვაქვს თანხმობა. არის ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. ამაზე არის აზრთასხვადასხვაობა, მაგრამ მგონია, რომ ამაზეც შევთანხმდებით“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიცია არ ეთანხმება იმას, რომ „ევროპელ სოციალისტებს" „პატრიოტთა ალიანსის" ნაცვლად ცესკო-ში წევრის ყოლის შესაძლებლობა მიეცეს.

„სულ ეს ორი საკითხია, მაგრამ არ მგონია, რომ ხელისუფლებას ამ საკითხებზეც პრინციპული პოზიცია ჰქონდეს და შესაძლებელია შევთანხმდეთ. შესაძლებელია, რომ მომავალი კვირიდან კომიტეტებში განხილვა დაიწყოს. არის მოსაზრება, რომ დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და არის მოსაზრება, რომ სავალდებულო კომიტეტებმა განიხილოს, ამაზეა საუბარი", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას