მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე „სინოფარმით“ აიცრა

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით", თიანეთის მუნიციპალიტეტში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში „თიანეთი“ აიცრა.

დავით ნოზაძის განცხადებით, იმისათვის რომ ჩვეული ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ, ვაქცინაცია აუცილებელია.

სახელმწიფო რწმუნებულმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

„დღეს ჩავიტარე აცრა, თავს კარგად ვგრძნობ. სწორედ, ვაქცინაციის ინტენსიური განხორციელებით უნდა შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა, ასევე, მოსახლეობის მაღალი ჩართულობით ეკონომიკის მოკლე ვადებში აღდგენა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს”,-განაცხადა დავით ნოზაძემ.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფი რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა