აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

დღის წესრიგის მცირედი ცვლილებით დაიწყო საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული და საქართველოს პარლამენტში წარსადგენი მორიგი საკანონმდებლო ინიციატივაა, კომიტეტმა პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად მიიჩნია.

„უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ვლადიმერ მგალობლიშვილის მიერ ინიცირებული კანონის პროექტის თანახმად, ახალგაზრდული და დასაქმების მიმართულებით ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს გრანტის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭებათ. რაც მისი დამტკიცების შემთხვევაში, პირველი პრეცედენტი იქნება რეგიონისთვის.

კომიტეტმა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებითაც, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო. რომელიც სხდომაზე მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ჩხარტიშვილმა წარმოადგინა.

მომხსენებელმა კანონმდებლებს, მაუწყებლის კონცეფციაზე, მიმდინარე და სამომავლო პროგრამულ პრიორიტეტებზე, სამაუწყებლო პროგრამების განრიგზე, გაფართოებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგებსა და აუდიტის დასკვნაზე ინფორმაცია მიაწოდა. ყურადღება გაამახვილა, პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებზე და კანონმდებელთა შეკითხვებს უპასუხა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციის თანახმად, კომიტეტის წევრებმა ამავე სხდომაზე, 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისაგან მოისმინეს.

„ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, აჭარაში არც ერთი პროექტი არ შეფერხებულა. რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა კანონმდებელთა შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა მინისტრის ანგარიში ცნობად მიიღო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა