კომიტეტებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ანგარიში ცნობად მიიღეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს წევრების წინაშე გასული წლის პროგრამებსა და პროექტებზე, მათი შესრულების პარამეტრებსა და მიმდინარეობაზე მოხსენებით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე წარსდგა.

ამასთან მომხსენებელმა, ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების პარალელურად, ცალკეული სამინისტროსა და უწყების მიერ, განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა.

ჯაბა ფუტკარაძე განცხადებით, პანდემიით გამოწვეული ვითარებისა და შეზღუდვების ფონზე, ავტონომიურ რესპუბლიკაში მაქსიმალური გაკეთდა. ყველა პროექტი შეუფერხებლად განხორციელდა და ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება.

„ძირითადი მოხსენების დასრულების შემდეგ, გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე უძღვებოდა, მომხსენებელმა კანონმდებელთა შეკითხვებს უპასუხა. აღნიშნული რეგიონისა და მისი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებს შეეხებოდა. კომიტეტებმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა