პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ეფექტიანი ლოკალიზაცია“ ფარგლებში, ონლაინფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და ამავე კომიტეტის აპარატის უფროსი ბაკურ ბოლქვაძე, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის” პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ეფექტიანი ლოკალიზაცია“ ფარგლებში, ონლაინფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, პირველი სამუშაო შეხვედრის მიზანი პროექტის განხორციელების პერიოდში დაგეგმილი აქტივობები და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმება იყო.

მათივე ინფორმაციით, პროექტი გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს შემდეგ ამოცანებს: გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დოკუმენტისა და გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშეწყობას, მოსახლეობის საჭიროებათა კვლევისა და გენდერული სტატისტიკის მეთოდოლოგიის დანერგვა და განხორციელებას, კომპეტენციის ამაღლება და შესაძლებლობების გაძლიერებას, ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირებისა და კოორდინაციის მექანიზმის ხელშეწყობას და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა