თერჯოლის მერია - რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

თერჯოლის მერია - რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილესთან მანუჩარ რობაქიძესთან და ადილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა, სოფლებთან მისასვლელი და შიდა-საუბნო გზების რეაბილიტაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. აქტიურად მიმდინარეობს რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში 1,5 კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონი დაიგო. ამ ეტაპზე სანიაღვრე სისტემისა და საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერია, აქტიურად აწარმოებს მონიტორინგს თითოეული პროექტის ვადების დაცვისა და ხარისხიანად განხორციელების საქმეში", - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჯეო როუდ ინვესტი" ახორციელებს, რაზეც საერთო ჯამში რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით, 639 438 ლარი დაიხარჯება.