ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბოლო პერიოდში ევროკრედიტი აქტიურად ჩანს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებზე და ჩემპიონატებზე. სულ რამდენიმე თვის წინ ჩატარდა FIA Rally Star-ის საქარველოს შესარჩევი ეტაპები, რომლის მხარდამჭერი ევროკრედიტი იყო. გამარჯვებული სპორტსპენები კი ევროპის ფინალზე მიემგზავრებიან. სულ ახლახანს, 8 მაისს კი ჩატარდა Hill Climb Championship - ბირთვისში, რომლის მხარდამჭერებიც ევროკრედიტი და My.ge იყვნენ.

„პირველი შეხების წერტილი ევროკრედიტის და საქართველოს საავტომობლო სპორტის ფედერაციას შორის FIA Rally Star-ის შესარჩევი ეტაპი იყო. ჩემპიონატი 4 ეტაპად ჩატარდა და ოთხივე ეტაპზე ჩვენ ერთად საკმაოდ კარგი და შთამბეჭდავი სანახაობა შევთავაზეთ დამსწრე საზოგადოებას. შედეგების გაანალიზებისას ცხადი გახდა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდა და პარტნიორობის გაღრმავებით შეგვეძლო ავტოსპორტისთვის და ზოგადად ავტომობილით დაინტერესებული ადამიანებისთვის უფრო მეტი სიკეთე მოგვეტანა. სწორედ ამიტომ, გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს საავტომობილო სპორტის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ტურნირების, შეჯიბრებების და ჩემპიონატების ჩატარებას.“ - აცხადებს საქართველოს სააავტომობილო სპორტის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა ევროკრედიტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ნონიკაშვილმაც. „ევროკრედიტი აქტიურად უჭერს მხარს საავტომობილო სპორტის განვითარებას საქართველოში. მოგეხსენაბთ, ევროკრედიტის ძირითადი პროდუქტი ავტოსესხია და შესაბამისად ყოველდღიური შეხება გვაქვს იმ ადამიანებთან ვინც ავტომობილით არიან დაინტერესებული და უყვართ ეს სფერო. ამ სპორტის პოპულარიზაცია, ერთი მხრივ სიჩქარის და ადრენალინის მოყვარულ ადამიანებს თავის გამოვლენის შესაბამის და ორგანიზებულ ასპარეზს უჩენს და მეორე მხრივ ჩვენ გვაძლევს საშუალებას უფრო მეტად ინფორმირებული გავხადოთ საზოგადოება ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის შესახებ, რაც ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია.“

ევროკრედიტის და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა ავტომოყვარულებს საინტერესო სანახაობას, ბევრ ემოციას და თავგადასავალს ჰპირდება. აღსანიშნავია, რომ ავტოსპორტით დაინტერესება დღითი-დღე იზრდება და სხვადასხვა ჩემპიონატებსა თუ ტურნირებში თავის გამოჩენის საშუალება ნებისმიერ მრბოლელს ეძლევა.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით