„ნაცმოძრაობის" წევრის ლევან ანთაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში პრობლემებია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის ლევან ანთაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში პრობლემებია.
მისი თქმით, აუცილებელია მინიმუმ 2 -ჯერ მაინც გაიზარდოს ვაქცინაციის პუნქტები და პორტალზე არსებული პრობლემები აღმოიფხვრას.
„ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას. ვაქცინაციის დაწყების დღიდან დღეში საშუალოდ 1300 ადამიანი გვყავს აცრილი, მაშინ როდესაც იმისთვის რომ შესრულდეს ეროვნული გეგმა საჭიროა დღეში აიცრას მინიმუმ 7 500 ადამიანი. ვაქცინაციის პროცესის წარმატებულ მართვაზე პირდაპირ დამოკიდებულია ქვეყნის ხვალინდელი დღე, ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, სოციალური მდგომარეობა, ეკონომიკის განვითარება, თუნდაც ტურისტული სეზონი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია აჭარისთვის და ბათუმისთვის" , - განაცხადა ანთაძემ.

























