დევნილთა სააგენტოს თანამშრომლებმა სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომლებმა საჩხერის სამედიცინო ცენტრში სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, კლინიკებს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ყოველდღიურად ესაჭიროებათ სხვადასხვა ჯგუფის სისხლი. საჩხერის სამედიცინო ცენტრში სისხლის ბანკი გასულ წელს გაიხსნა, მარაგების შევსების საუკეთესო გზას კი, სწორედ მოხალისეობრივი დონაცია წარმოადგენს.

როგორც სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა აღნიშნა, ​სისხლის უანგარო დონაციით სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე პირებს დაეხმარებიან.

​„სისხლის უანგარო დონაციით ჩვენ, პირველ რიგში, დავეხმარებით სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე პირებს. ჩვენი სააგენტოს თანამშრომლები სისტემატიურად იღებენ მსგავს აქციებში მონაწილეობას“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა