ბათუმში დაკავებულების ოჯახის წევრები აქციას მართავენ

ბათუმში სპორტსმენების წულუკიძეებისა და ჭელიძეების ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც შეკრებილები აცხადებენ, ისინი 8 ივნისს, ქუთაისში დანიშნული სასამართლო პროცესის ობიექტურად წარმართვას ითხოვენ.
მათივე განცხადებით, სპორტსმენების დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებით მოხდა. სპორტსმენების ოჯახის წევრების თქმით, დაკავებულებს ნამახვანში აქციაზე პროვოკატორები მიუგზავნეს, სადაც დაპირისპირება მოხდა.
ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სამოქალაქო ატივისტებიც შეუერთდნენ. როგორც შეკრებილები აცხადებენ, ისინი დაკავებული სპორტსმენების გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

























