ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვება აიძულეს

ფოთში, მერიის შენობის წინ, ა(ა)იპ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა მინდია ბარამიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

მისი ინფორმაციით, მასთან ერთად ამავე ცენტრის სპეციალისტი ხვიჩა დოლბაია გაათავისუფლეს. ბარამია აცხადებს, რომ პოსტის დატოვება აიძულეს და ამას გიორგი გახარიას თანაგუნდელებთან მეგობრობას უკავშირებს. მისი თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი შეუერთდება თუ არა გიორგი გახარიას გუნდს. იგი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი დავას გეგმავს.

"დირექტორმა გამაცნო ეს საკითხი, რომ მე უნდა წავსულიყავი თანამდებობიდან. მიზეზი ვერ მითხრეს. სხვათა შორის, ძალიან შეწუხებული იყო ამ ყველაფრით. როდესაც უარი ვუთხარი ჩემი ნებით განცხადების დაწერაზე, თვითონ გამათავისუფლეს. მე პირადად ამ ყველაფერს ვუკავშირებ მიმდინარე პროცესებს, რომელიც მერიაში განვითარდა. მერის ყოფილ მოადგილეებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ფოთი მოგეხსენებათ ძალიან პატარაა და ბევრი ერთმანეთის მეგობრები ვართ. გახარიას მე პირადად არ ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს, მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც მერიაში თანამდებობები დაატოვებინეს, ჩემი მეგობრები არიან", -განაცხადა მინდია ბარამიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფოთის მერის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვება აიძულეს

ფოთში, მერიის შენობის წინ, ა(ა)იპ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა მინდია ბარამიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

მისი ინფორმაციით, მასთან ერთად ამავე ცენტრის სპეციალისტი ხვიჩა დოლბაია გაათავისუფლეს. ბარამია აცხადებს, რომ პოსტის დატოვება აიძულეს და ამას გიორგი გახარიას თანაგუნდელებთან მეგობრობას უკავშირებს. მისი თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი შეუერთდება თუ არა გიორგი გახარიას გუნდს. იგი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი დავას გეგმავს.

"დირექტორმა გამაცნო ეს საკითხი, რომ მე უნდა წავსულიყავი თანამდებობიდან. მიზეზი ვერ მითხრეს. სხვათა შორის, ძალიან შეწუხებული იყო ამ ყველაფრით. როდესაც უარი ვუთხარი ჩემი ნებით განცხადების დაწერაზე, თვითონ გამათავისუფლეს. მე პირადად ამ ყველაფერს ვუკავშირებ მიმდინარე პროცესებს, რომელიც მერიაში განვითარდა. მერის ყოფილ მოადგილეებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ფოთი მოგეხსენებათ ძალიან პატარაა და ბევრი ერთმანეთის მეგობრები ვართ. გახარიას მე პირადად არ ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს, მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც მერიაში თანამდებობები დაატოვებინეს, ჩემი მეგობრები არიან", -განაცხადა მინდია ბარამიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფოთის მერის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს