გიორგი თანიაშვილი და თორნიკე თათარაშვილი აცხადებენ, რომ გახარიას გუნდის მხარდაჭერის გამო, რწმუნებულის ადმინისტრაციიდან და დუშეთის მერის წარმომადგენლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი გიორგი თანიაშვილი და ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დუშეთის მერის წარმომადგენელი თორნიკე თათარაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

თანიაშვილი და თათარაშვილი გათავისუფლების მიზეზად გიორგი გახარიას გუნდისადმი მხარდაჭერას ასახელებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი თანიაშვილმა განუცხადა, თანამდებობის დატოვება სწორედ გიორგი გახარიას მიმართ მისი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო მოსთხოვეს და ეს საფუძველი თავადაც დაუდასტურეს.

„13 მაისამდე ვმუშაობდი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსად. მიმდინარე წლის 13 მაისს ჩემთვის ცნობილი გახდა ხელმძღვანელობისგან, რომ აღნიშნული პოზიცია უნდა დამეტოვებინა. პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემთვის ნათელი იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი. ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის და გიორგი გახარიას მიმართ მაქვს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, რაც უცხო არავისთვის ყოფილა. მათი მხრიდანაც მივიღე დასტური, რომ თანამდებობის დატოვების მოთხოვნის ძირითადი მიზეზი ეს იყო, რის შემდეგაც მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე თანამდებობა. ზეწოლა არ ყოფილა, უბრალოდ, ასეთი შემოთავაზება მივიღე, რასაც დავთანხმდი და დავწერე წამოსვლის შესახებ განცხადება. შევუერთდები თუ არა გიორგი გახარიას გუნდს, მოგვიანებით მივიღებ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა გიორგი თანიაშვილმა.

ამასთან, თორნიკე თათარაშვილის განცხადებით, სამსახურიდან მერის ბრძანების საფუძველზე გამოუშვეს და უთხრეს, რომ მისი კომპეტენცია დაკავებულ პოზიციას არ შესაბამებოდა.

„გამომიშვეს, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე არ წამოვსულვარ, გავთავისუფლდი მერის ბრძანების საფუძველზე მიმდინარე წლის 13 მაისს. არანაირი საფუძველი, არგუმენტაცია და დასაბუთება არ ყოფილა. აბსურდული განცხადება გააკეთეს, რომ ჩემი კომპეტენცია თურმე არ მოეწონათ და შესაბამისი არ იყო ამ სამსახურისთვის. მანამდე ზეწოლა არ ყოფილა. ბოლო თვენახევრის განმავლობაში შეიცვალა სიტუაცია, მათთვის პოლიტიკურად სასურველი ალბათ აღარ ვიყავი და შესაბამისად, გამათავისუფლეს სამსახურიდან. ვარ გიორგი გახარიას მხარდამჭერი და მომავალში, დიდი ალბათობით, შევუერთდები“,- განაცხადა თორნიკე თათარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს