იაგო ხვიჩია - ჩემი პოზიციაა, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდეს, ერთი პროფესიული და მეორე პარტიული ნიშნით დანიშნული

“გირჩის” ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი კვლავ დისკუსიის საგანია, რაზე შეთანხმება კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენებზე განხილვისას მოხდება. როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დისკუსია ეხება არა პრინციპულ საკითხებს, არამედ ტექნიკურ დეტალებს.

“მიმდინარეობს ამ კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა. საკითხების უმეტესობაზე კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც საკომიტეტო მოსმენებზე განიხილება და კომიტეტებზე იქნება კონსენსუსი. დისკუსია მაინც თავისი შინაარსით არის არა რაღაც პრინციპული უთანხმოების საკითხებზე, არამედ იმაზე, როგორ ჯობია ტექნიკურად რაღაცების დალაგება. კონკრეტული თემა, რაც პრინციპული დისკუსიის საგანია, სულ რამდენიმეა და ესეც არაა ისეთი მნიშვნელობის, რაც შეთანხმებას ხელს შეუშლის. ოპოზიცია და ხელისუფლება საკომიტეტო მოსმენების დროს კიდევ უფრო დავაახლოვებთ პოზიციებს და შესაძლებელი გახდება ამ კანონპროექტის კონსენსუსით გატანა. სულ რამდენიმე მუხლია, რომელიც საკამათოა”,- განაცხადა ხვიჩიამ.

გარდა ამისა, როგორც ხვიჩიამ განაცხადა, მისი პოზიციაა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდეს - ერთი პროფესიული ნიშნით დანიშნული, რომელიც არჩევნებზე საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს და მეორე - პარტიული. მისი თქმით, რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი სწორედ ამ პრინციპის გაზიარებისკენ მიდის.

“მე მქონდა მოადგილეებთან დაკავშირებით პოზიცია, ყველას ინტერესი რომ იყოს გათვალისწინებული და არ იყოს შეთანხმებაც დარღვეული, იყოს ორი მოადგილე, ერთი პროფესიული და მეორე პარტიული ნიშნით და საარჩევნო პერიოდში საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობა პროფესიულმა მოადგილემ შეასრულოს. სხვა შემთხვევაში არსებობდეს ოპოზიციის მიერ დანიშნული მოადგილეც, რომელიც მშვიდობიანობის დროს ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობასაც. ვფიქრობ, საბოლოოდ, მაინც ამ პრინციპის გათვალისწინებისკენ მიდის პროცესი, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ვფიქრობ, საბოლოო შეთანხმება საკომიტეტო მოსმენებზე მოხდება”,- განაცხადა ხვიჩიამ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს