„საქსტატი“ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებისთვის, გასვლით სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქსტატიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 15-16 მაისს ქ.თელავში მიმდინარე შეხვედრა, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქსტატის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება" ფარგლებში ტარდება.

უწყების ცნობით, გასვლით სამუშაო შეხვედრაში, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ათამდე უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალი მონაწილეობს. შეხვედრას „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ხელმძღვანელობს.

„ორ დღიანი სამუშაო შეხვედრისას, მონაწილეები ეცნობიან საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, „საქსტატის“ მიერ შემუშავებულ პროდუქტებს და 2020-2023 წლების განვითარების სტრატეგიას; ასევე, განიხილავენ სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიურ თავისებურებებსა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს; იმსჯელებენ სხვადასხვა სტატისტიკური ინდიკატორებისა და მონაცემების საჭიროებებზე.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება დისკუსია, განიხილება სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით საჭიროებები, რომელიც აისახება „საქსტატის“ სამომავლო გეგმებში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ათი სამუშაო შეხვედრის ჩატარება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა