პარლამენტის კულტურის კომიტეტი აჭარის რეგიონში 17-20  გასვლით სხდომებს გამართავს

მიმდინარე წლის 17-20 მაისს, საქართველოს პარლამენტის ახალშექმნილი კულტურის კომიტეტი აჭარის რეგიონში - ბათუმსა და ქედაში გასვლით სხდომებს გამართავს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე აღნიშნავს, აჭარა ყოველთვის იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარე და გამოირჩევა თავისი კულტურული თვითმყოფადობით და იდენტურობით.

„როგორც ცნობილია, კლასიკური და ხალხური მუსიკა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს რეგიონის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საგულისხმოა, რომ ქედის რაიონი გამოირჩევა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ტრადიციებით, ასევე სასულე ინსტრუმენტებზე შემსრულებლების არსებობით, რაც აუცილებელი პირობაა სიმფონიური ორკესტრის და მუსიკალური სკოლების ფუნქციონირებისთვის.

კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომების თემატიკა შეეხება სახელოვნებო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სისტემური რეფორმების საკითხებს. სხდომებზე ასევე განიხილება აჭარის რეგიონში არსებული ფესტივალების სამომავლო განვითარების შესაძლებლობები.

სახელოვნებო განათლების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესოა ახალი საერთაშორისო საზაფხულო სკოლებისა და არტ-ბანაკების პროგრამების განვითარება, რაც ზოგადად გააძლიერებს შავი ზღვის აუზის ქვეყნების კულტურულ კავშირებს და ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის საეთაშორისო ინტეგრაციის პროცესს.

პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დაძლევაში მნიშვნელოვანია კომუნიკაციის გაძლიერება და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან უშუალო შეხვედრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა