ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი ტაბაღუამ გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

რუსთავის ცენტრალურ პარკში, პროექტ “ეკო რუსთავის” ფარგლებში, მორიგი გამწვანების აქცია გაიმართა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხის: მუხის, მარადმწვანე მუხის, დიადი ბოყვის, ცაცხვის ნერგები დაირგო.

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, "კავკასიის ავტო იმპორტისა" და "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებმა მიიღეს.

,,ვაგრძელებთ რუსთავის გამწვანებას, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. რამდენიმე თვეა აქტიურად ვართ ჩართული ქალაქის გამწვანებაში, ამ პერიოდის განმავლობაში, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა მერიისა და სხვადასხვა ბიზნესსუბიექტების მხრიდან. მე მიხარია, რომ დღესაც, სწორედ ბიზნესის ჩართულობით მოხდა ის, რომ ჩვენი ისტორიული და უნიკალური პარკის განახლებაში შევიტანეთ წვლილი. 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი დავრგეთ, რომელიც ,,კავკასიის ავტო იმპორტმა“ შეიძინა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველი გახდეს, მე მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამ სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ქალაქს უკვე აქვს ატმოსფერული ჰაერის მართვის გეგმა, რომლის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს, იმისათვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.

"ატმოსფერული ჰაერის მართვის გეგმა, რომელიც რუსთავს აქვს, ამ გეგმას სჭირდება აღსრულება. ამ პროცესში ჩართულია ყველა სეგმენტი როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე სამოქალაქო და კერძო სექტორი, რაც თავისთავად ამ გეგმის აღსრულებას მაქსიმალურად უწყობს ხელს. დღეს ვიმყოფებით, რუსთავის ერთ-ერთ უნიკალურ ადგილას - ცენტრალურ პარკში, რომელიც ბუნებრივად არის გაშენებული, რა თქმა უნდა სჭირდება განახლება და დღეს კიდევ ერთი გამწვანების აქცია ჩავატარეთ ბიზნესის ხელშეწყობით“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა და მერმა, "რუსთავსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელთან ერთად, ეკოლოგიაზე ზრუნვისა და ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, "კავკასიის ავტო იმპორტის“ წარმომადგენელსა და ცენტრალური პარკის თანამშრომლებს, მადლობის სიგელები გადასცეს

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს