ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სამეგრელოში ინფო-ტური გაიმართება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული კომპანიებისათვის ინფო-ტურებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, Gitoa -საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციამ, GTA - საქართველოს ტურიზმისა და ეკოტურიზმის ასოციაციამ შეარჩიეს.
„ინფო-ტურის მიზანია შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედარებით უცნობი ადგილები და ობიექტები მოინახულონ. ასევე, მარშრუტების გათვალისწინებით ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორთათვის ტურისტული პაკეტები მოამზადონ.
ტურის მონაწილეებმა სამი დღის განმავლობაში დედამოკას ხეობას, თოკების ნოქალაქევის ციხე-გოჯის და აბეთადას ციხეს დაათვალიერებენ. ასევე, ბალდას ხეობაში ტობას და ონიარეს ჩანჩქერებს მოინახულებენ. ამასთან, კერამიკის სახელოსნოს და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ეწვევიან”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

























