ადიგენის მუნიციპალიტეტში, ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი სოფელ შოყასთან, ტყეში გაჩნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ქრობის სამუშაოებს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ეკიპაჟი აწარმოებს.

„ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ეკიპაჟი ხანძრის ქრობის სამუშაოებს აწარმოებს. დაშავებული არავინ არის. რამ გამოიწვია ხანძარი ჯერ უცნობია”,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.