ადიგენში, სოფელ შოყას მიმდებარედ გაჩენილი ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია

ადიგენში, სოფელ შოყას მიმდებარედ გაჩენილი ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოყას მიმდებარედ ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

„შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და სოფელში უმოკლეს დროში გამოცხადდნენ პირველი მორეაგირე ჯგუფები. მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო წიწვოვანი ტყის ქვედა საფარზე, ეკალბარდსა და გადაჭრილ ხის კუნძებზე.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მოახერხეს ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა და შემდგომში ხანძრის სრულად ლიკვიდირება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.

ხანძრის სიახლოვეს არ იყო დასახლებული პუნქტი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა