დმანისის მერის ინფორმაციით, დმანისში  დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის  მოხდა, საქმეში ჩართულია პოლიცია

დმანისის მერის გიორგი ტატუაშვილის ინფორმაციით, ქალაქ დმანისში დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა.

დმანისის მერის ინფორმაციით, საქმეში ჩართულია პოლიცია. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სავარაუდოდ, არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

გიორგი ტატუაშვილის თქმით, ამ დროისთვის ქალაქში სიმშვიდეა. ინციდენტი კი დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. მისთვის უცნობია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.

"არ ვიცი. დაპირისპირების კადრები ვნახე. პოლიცია არის ჩართული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაპირისპირების შემდეგ, კადრებშიც ჩანს, რომ ხალხი დაიშალა, მას შემდეგ არავინ ყოფილა. სავარაუდოდ, დაშავებულები იქნებიან, მაგრამ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება. ახალგაზრდებს შორის მოხდა კონფლიქტი, ვიღაცას ეტყობა აწყობს, რომ სპეკულაცია გააკეთოს ეთნიკურ, ან კუთხურ ნიადაგზე, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. ახალგაზრდებს შორის მოხდა დაპირისპირება. სამართალდამცველები მიხედავენ. ამ დროისთვის ქალაქში სიმშვიდეა",- აღნიშნავს დმანისის მერი.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაპირისპირება ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის მოხდა.

"ინტერპრესნიუსი" დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა