დმანისის ერთ-ერთ მაღაზიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს

დმანისში, პოლიციის განყოფილებაში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირთა გამოკითხვა მიმდინარეობს.
პოლიციამ ასევე გამოკითხა მაღაზიის მეპატრონეც.
ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან.
დმანისის მერის გიორგი ტატუაშვილის ინფორმაციით, ქალაქ დმანისში დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სავარაუდოდ, არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. დმანისის მერს არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.

























