დმანისში, პოლიციის გაყოფილებაში, გუშინ მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება.
ერთ-ერთ მაღაზიასთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირები მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდნენ.
პოლიციამ უკვე გამოკითხა მაღაზიის მეპატრონეც.
ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან.
დმანისის მერის, გიორგი ტატუაშვილის ინფორმაციით, ქალაქ დმანისში დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სავარაუდოდ, არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. დმანისის მერს არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"