USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ

USAID და Gazelle Finance-მა დაიწყეს ახალი, სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებს ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს და COVID-ის წინააღმდეგ მდგრადობაში დაეხმარება. პროგრამა გააძლიერებს 30-ზე მეტ, მაღალი პოტენციის მქონე მცირე და საშუალო საწარმოების ტექნიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებს, დაეხმარება მათ კერძო სექტორიდან ინვესტიციების მოზიდვაში, რაც მნიშვნელოვანია პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში მათი ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებისათვის.

პროგრამა ორიენტირებული იქნება მაღალი პოტენციის მქონე მცირე და საშუალო ბიზნესზე, ხელს შეუწყობს მათ კერძო ფინანსების მოზიდვაში, ბიზნესის გაფართოებასა და მათ თემში სამუშაო ადგილების შექმნაში. პროგრამა ხელს შეუწყობს ბენეფიციარ ბიზნესებს გავიდნენ ახალ საექსპორტო ბაზრებზე, გააძლიერონ მენეჯმენტი და გააუმჯობესონ გარემოს დაცვითი, სოციალური საკითხები და ეფექტური გახადონ მმართველობა. შედეგად, ეს მხარდაჭერა ამ კომპანიებს საქართველოს ეკონომიკაში წამყვან ბიზნესებად აქცევს, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ისინი სამაგალითონი გახდებიან სხვა დინამიკური კომპანიებისთვისაც.

“პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა მცირე და საშუალო ბიზნესებს. ვიწყებთ რა პანდემიის შემდგომ აღდგენაზე ფიქრს, აუცილებელია რომ ბიზნესებმა მიიღონ ის დაფინანსება, რაც ასე მნიშვნელოვანია მათი გაძლიერებისთვის. განავითარონ ინოვაციური პროდუქტები და ისეთი სერვისები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს გონივრულ და გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას” - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა.

“Gazelle Finance-თან ჩვენი თანამშრომლობა კერძო სექტორთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის კარგი მაგალითია. რომლის ფარგლებშიც პერსპექტიულ კომპანიებს ხელს ვუწყობთ ზრდასა და ქვეყნის განვითარების მიზნებში წვლილის შეტანაში- მათ შორის საქართველოს მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობითაც.”

“პროგრამა ორიენტირებულია 30-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, შედეგადაც შეიქმნება 1 677 ახალი სამუშაო ადგილი და საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების სახით 15 მილიონ აშშ დოლარს მოიზიდავს“ - განაცხადა Gazelle Finance-ის ხელმძღვანელმა, ჯეფრი ლიბერთმა. “კომპლექსური დაფინანსების ეს მიდგომა, ნოუჰაუს ტრანსფერის და საინვესტიციო კაპიტალის კომბინაცია, გრძელვადიანი ბიზნესის შექმნის გადამწყვეტი ინგრედიენტია, რომელსაც ამ ეტაპზე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრები ნაკლებად განიხილავს.”

Gazelle Finance

Gazelle Finance არის საფინანსო კომპანია, რომელიც ევრაზიაში სწრაფად მზარდ მცირე და საშუალო საწარმოებში დებს ინვესტიციებს. ამ ეტაპზე მათი ინტერესის სფეროში მოექცა საქართველო და სომხეთი. მათი მიზანია, ქმედითი მეწარმეებისთვის და იმ თემებისთვის სადაც ისინი ფუნქციონირებენ შექმნან უკეთესი ფინანსური მომავალი. კომპანია ცდილობს გამოავლინოს კაპიტალის ბაზარზე არსებული ხარვეზები და ბარიერები და მათ მიერ შერჩეულ სანდო კომპანიებს შესთავაზონ ფინანსური გადაჭრის გზები. ორიენტირებულნი არიან რა მათი ბიზნესების გაზრდაზე, Gazelle Finance ხელს უწყობს ადგილობრივი ბაზრების და ეკონომიკის გაძლიერებას.

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:

აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia

საკონტაქტო ინფორმაცია:

Gazelle Finance

ნათია მარიამიძე

Email: nmariamidze@gazellefinance.com

მისამართი: საქართველო, თბილისი. პეტრე მელიქიშვილის/1, 8ა, ერეკლე ტატიშვილი ქ.0179, მელიქიშვილის ბიზნეს ცენტრი მე-7 სართული

Gazelle - +995 593441636

USAID/საქართველო სოფიკო სხირტლაძე.

ეკონომიკური ზრდის ოფისი, პროექტის მენეჯერი

საქართველო, თბილისი, საქართველო-ამერიკის მეგობრობის გამზირი,29

USAID - + 995 32 2 544 000

E-mail: sskhirtladze@usaid.gov

(R)

ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2021
ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის