დმანისში, პოლიციის განყოფილებასთან შეკრებილები გუშინ, ერთ-ერთ მაღაზიასთან ინციდენტის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ

დმანისში, პოლიციის განყოფილებასთან აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი. ისინი გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან ინციდენტის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, გამოძიებამ დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარეს უნდა მოუსმინოს და დაადგინოს რა მოხდა.

„და-ძმასავით ვართ ერთად, კარგი ურთიერთობა გვაქვს, უბრალოდ, ერთი ბოთლი ლუდის ნისიად გაცემას ამხელა დაპირისპირება მოჰყვა.

თანაბრად უნდა განისაჯოს ორივე მხარე, ერთ მხარეს არ უნდა მოუსმინო მარტო, ეს პოლიცია იქნება, ტელევიზია თუ ადგილობრივი თვითმმართველობა.

გამოძიებამ ორივე მხარეს უნდა მოუსმინოს და დაადგინოს რა მოხდა" ,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დმანისში დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირებაში მონაწილე ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს, ისინი ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით გაუსწორდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5-მდე პირი, რომელთა შორის ერთი სამართალდამცავიცაა.

დაკავებულების რაოდენობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინაც მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა