სუს-ის უფროსი დმანისში დაპირისპირებაზე - დაკავებულია რამდენიმე პირი - უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, დმანისში დაპირისპირების ფაქტზე, რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა.

„მყისიერად მოხდა გამოძიების დაწყება და დაკავებულია რამდენიმე პირი. რაც შეძლო პოლიციამ, ყველაფერი გააკეთა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ყველა ზომა გატარდა, მათ შორის დაკავება.

ჯგუფებთან მუშაობდა, როგორც შსს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გუბერნია. უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა“, - აცხადებს ლილუაშვილი "ფორმულასთან".

შეგახსენებთ, დმანისში დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირებაში მონაწილე ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციის შენობასთან მივიდა. ისინი გუშინ, ერთ-ერთ მაღაზიასთან ინციდენტის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

დაპირისპირებაში მონაწილე ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს, ისინი ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით გაუსწორდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5-მდე პირი, რომელთა შორის ერთი სამართალდამცავიცაა.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინაც მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სუს-ის უფროსი დმანისში დაპირისპირებაზე - დაკავებულია რამდენიმე პირი - უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, დმანისში დაპირისპირების ფაქტზე, რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა.

„მყისიერად მოხდა გამოძიების დაწყება და დაკავებულია რამდენიმე პირი. რაც შეძლო პოლიციამ, ყველაფერი გააკეთა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ყველა ზომა გატარდა, მათ შორის დაკავება.

ჯგუფებთან მუშაობდა, როგორც შსს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გუბერნია. უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა“, - აცხადებს ლილუაშვილი "ფორმულასთან".

შეგახსენებთ, დმანისში დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირებაში მონაწილე ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციის შენობასთან მივიდა. ისინი გუშინ, ერთ-ერთ მაღაზიასთან ინციდენტის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

დაპირისპირებაში მონაწილე ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს, ისინი ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით გაუსწორდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5-მდე პირი, რომელთა შორის ერთი სამართალდამცავიცაა.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინაც მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია