11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სებასტიან მოლინეუსი - მოხარული ვარ ამ მნიშვნელოვანი პროექტის გაფორმებით, რომლის მიზანი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერაა

მოხარული ვარ აქ ყოფნით და ამ მნიშვნელოვანი პროექტის გაფორმებით, რომლის მიზანი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებაა, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.

„ეს პროექტი არის დახმარების დიდი პაკეტის ნაწილი, რომელსაც მსოფლიო ბანკი საქართველოს აწვდის პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად, მეორე - მთავრობის დასახმარებლად პროექტების განხორციელების მიზნით და შემდეგ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის დროს.

ასევე მსურს განვაცხადო, რომ ეს პროექტი უფრო მეტ საშუალო და ხანგრძლივ პერსპექტივებს მოიცავს. პოსტკოვიდურ პერიოდში, როდესაც ჩვენ მიმართულები ვართ ვაქცინაციის პროცესზე, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით, პროექტი უზრუნველყოფს, რომ ციფრული ტრანზაქციების განხორციელება წარმატებულად იქნება შესაძლებელი,“- აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზე საქართველო 85 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიან, გრძელვადიან ფინანსურ რესურსს მიიღებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს