ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ფოთის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ფოთის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფოთის ქუჩაზე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ამასთან, პროექტი მოიცავს გზის საფარის, ტროტუარების და ღვარსადენი სისტემის რეაბილიტაციას. სამუშაოებს შპს „გზამშენი XXI“ აწარმოებს.

„ფოთის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები მოვინახულე, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული და ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის 1 200 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ ფოთის ქუჩა იქნება კომფორტული, როგორც ტრანსპორტით გადაადგილებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვისაც”,-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციის თანახმად, ფოთის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისის ბოლოს დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო