გორში 20 მაისს დასაქმების ფორუმი გაიმართება

20 მაისს, გორში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ, მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში გაიმართება.

სააგენტოს ცნობით, ფორუმზე შიდა ქართლში არსებული 30-ზე მცირე და საშუალო ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს.

ამასთან, ღონისძიებაში 300–ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი ჩაერთვება. მათ შესაძლებლობა ექნებათ დამსაქმებლებს შეხვდნენ. ასევე, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით წარმოაჩინონ.

ინფორმაციის თანახმად, სამუშაო ადგილები ძირითადად მომსახურების და წარმოების სფეროებიდან წარმოდგენილი იქნება.

„ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), მიმდინარე პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა