ნათია თურნავამ კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 17 მაისი ასევე, მსოფლიოს ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო საზოგადოების დღეც არის.

„აღსანიშნავია, ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ქვეყნის საყოველთაო ბრძოლაში. მაშინ, როდესაც თითქმის ყველა სახის საქმიანობა სრულად გადავიდა დისტანციურ მეთოდზე, სწორედ ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს მდგრადმა და შეუფერხებელმა მუშაობამ შეასრულა და ასრულებს მნიშვნელოვან როლს, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა პროგრესმა მკვეთრად შეცვალა კავშირგაბმულობის სფეროს სახე.

„დღეს ფართოზოლოვანი მომსახურებები და ინტერნეტთან წვდომა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ხოლო მაღალგანვითარებული ელექტრონული კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება, რაც დადებითად აისახება საქართველოს შემდგომ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაზე, მის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებაზე”,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო