„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „ეიპიემ ტერმინალსი“ საქართველოში უდიდესი მრავალმიზნობრივი, ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერირებას 2011 წლის მაისიდან შეუდგა.

მათივე ინფორმაციით, გასული ათი წლის განმავლობაში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებისა და მოდერნიზაციის კუთხით 85 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

ამასთან, აღნიშნული მიმართული იყო მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის, სანავსადგურე ფლოტის, საბაჟო ცენტრისა და სარკინიგზო და საავტომობილო გზების განახლებაზე.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის” ცნობით, პარალელურად, არაერთი მრავალმხრივი ცვლილება ოპერაციების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების კუთხით გატარდა. შედეგად, ნავსადგურის საოპერაციო მოცულობა გაიზარდა.

ინფორმაციის თანახმად, დღესდღეობით, ნავსადგური გლობალური საოპერაციო და უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ოპერირებს. ასევე რაც მთავარია, მომხმარებლებზე ორიენტირებულობამ, ნავსადგურის მომსახურებებით მოსარგებლე მხარეების კმაყოფილების ამაღლების მხრივ, მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო.

„მაერსკის გლობალური სტრატეგიის კვალდაკვალ, „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გრძელვადიანი ხედვა აქვს. რისი ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითიცაა ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტი. აღნიშნული წამოწყება უმნიშვნელოვანესია დაგეგმილი ლოგისტიკური დერეფნის განვითარებისთვის, რაც გააძლიერებს საქართველოს როლს შუა აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობებში და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის და სრულიად რეგიონის ეკონომიკებს. ახლახანს გამოცხადებული მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის მასშტაბური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ფოთში მცირე მეწარმეობის გამოცოცხლებას. ეს წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ სისტემური მიდგომის, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სოციალური პროექტითა თუ ინიციატივით ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებასა და მხარდაჭერას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ხარისხიანი განათლება, სოციალური დაცულობა თუ მდგრადი განვითარება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“გვეამაყება, რომ "ეიპიემ ტერმინალსის" მმართველობის პირობებში, ფოთის საზღვაო ნავსადგური ყალიბდება თანამედროვე, სტაბილურ, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ეფექტურ ორგანიზაციად, ნავსადგურის კიდევ მეტად განვითარების დიდი სამომავლო გეგმებით, რაც საბოლოო ჯამში, სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან სარგებელს ქმნის ფოთისთვის, საქართველოსა და სრულიად რეგიონისთვის. არსებული პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ნავსადგური მოკრძალებულად ხვდება აღნიშნულ საიუბილეო თარიღს. თუმცა, გვსურს ვისარგებლოთ შემთხვევით და ჩვენს თითოეულ თანამშრომელს და მათ ოჯახის წევრებს, მომხმარებლებს, ფოთის მცხოვრებლებს და სრულიად საქართველოს ვუსურვოთ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა”,- განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.

“ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი.პი. მოლერ–მაერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 58 ქვეყანაში, 75 მოქმედი პორტისა და ტერმინალის ქსელით.

2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური - „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის, რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი სანავსადგურე ამწეა განლაგებული. სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ აქციების შესყიდვის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 85 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული სანავსადგურე ინფრასტრუქტურის, საბაჟო საწყობის, სარკინიგზო და საავტომობილო გზებისა და სერვისების განახლება-გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეძლო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის / ტექნიკის განახლება იმგვარად, რომ ის ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი, როგორც ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში მნიშვნელოვანი კარიბჭის, პოზიცია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო