ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდეს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი თავდგირიძე, არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდეს.

ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც ის ამბობს, მას გიორგი გახარიას მიმართ სიმპატიები ჰქონდა, ვინაიდან, კარგი ლიდერი იყო.

„ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. მქონდა სიმპატიები ამ გუნდის მიმართ, კარგი ლიდერი იყო გიორგი გახარია, შესაბამისად, დამრჩა სიმპატიები მის მიმართ, ეს არასდროს არ დამიმალავს. ამ ეტაპზე, არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ მქონდა, ვაგრძელებდი სამსახურეობრივ მოვალეობას“, - აცხადებს თავდგირიძე.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანებას, თავდგირიძე ამბობს, რომ ის არაფერს გამორიცხავს.

„არაფერს გამოვრიცხავ. ჯერჯერობით არ ყოფილა ისეთი აქტიურობა, რომ გუნდის ან პარტიის წევრობა მქონდეს. სიმპატიები მქონდა, კეთილგანწყობილი ვარ, ძლიერი, კარგი მენეჯერი იყო. როგორც მოგეხსენებათ, რა პროცესები მიდის ქვეყანაში, მივხვდი, დავწერე განცხადება და წამოვედი“,-აცხადებს ირაკლი თავდგირიძე.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას