დმანისის პოლიციის განყოფილებაში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მივიდა

დმანისის პოლიციის განყოფილებაში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მივიდა

დმანისის პოლიციის განყოფილებაში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მივიდა. ჯაღმაიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიციის განყოფილებაში ასევე იმყოფებიან საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის უფროსი გიორგი ლილუაშვილი.

პარალელურად, დმანისში, მერიის შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, სოზარ სუბარი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში, ასევე, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.