სოზარ სუბარი - არ ვიცი, ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ ფაქტია, რომ ის, რაც დმანისში მოხდა, ორგანიზებული იყო

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის შეფასებით, დმანისში გუშინ მომხდარი დაპირისპირების ფაქტი ორგანიზებული იყო.

როგორც სუბარმა, რომელიც ადგილზე იმყოფება, ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილობრივ მოსახლეობაში ყველა აცნობიერებს, რომ პრაქტიკულად ერთი ოჯახი არიან.

„გუშინ, რაც მოხდა, ძალიან სამწუხარო იყო, მაგრამ აბსოლუტურად ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი იყო. არ ვიცი რა მოხდა, ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ ფაქტია, რომ ორგანიზებული იყო. ალბათ, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, ოღონდ, იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც გუშინ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, მომხდარს აბსოლუტურად ემიჯნებიან. ისინი ამბობენ, ჩვენ აქ ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვიცხოვრებთ, ერთი ოჯახი ვართ პრაქტიკულადო. ამიტომ, არ უნდა მიეცეს ამას გაგრძელება, არც სხვა მხრიდან მოსულებისგან და არც ადგილობრივების მხრიდან. ესენი აქ შერიგდებიან, მათი ოჯახები ერთად ცხოვრობდნენ, იცხოვრებენ მომავალშიც. ყველას მოვუწოდებ, ესკალაციას ნუ მისცემს ამ ვითარებას, მესმის, ზოგიერთ ახალგაზრდას შეიძლება სისხლი უდუღს, ჰგონია, რომ რაღაც ხდება, მაგრამ სინამდვილეში, არაფერი არ ხდება“, - განაცხადა სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა