სამხედრო ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც ისრაელი თითოეულ რაკეტაზე პასუხის გამკაცრებას დაიწყებს, - ისრაელის მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შემდეგ სარაკეტო ცეცხლზე ძალიან მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ”, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ისრაელსა და პალესტინელებს შორის ორშაბათს დაწყებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 213 პალესტინელი, მათ შორის 61 ბავშვი და 36 ქალია დაღუპული. ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა კი 12-მდე გაიზარდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"