ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. სოფლებში აცანასა და შუხუთში დაზიანებულია კერძო სახლები, ქარმა ხეები მოგლიჯა ლანჩხუთშიც. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება ლანჩხუთსა და რამდენიმე სოფელს.
ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე იმყოფება, სპეციალური კომისია კი ზარალს აღწერს.
„მერიის წარმომადგენლები, სამაშველო სამსახურების, ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის აღწერა. მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად დაეხმარება მოსახლეობას“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

























