აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 8717 პირმა ჩაიტარა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 8717 პირმა ჩაიტარა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ასტრაზენეკა” 2433-მა, “სინოფარმი” 2930-მა, ხოლო “ფაიზერი” 3354-მა პირმა გაიკეთა.
უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 9 პაციენტი კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

























