ლადო მგალობლიშვილი - მხოლოდ ვაქცინაციით შეგვიძლია დავამარცხოთ პანდემია

უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინით თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მგალობლიშვილის განცხადებით, მხოლოდ ვაქცინაციითაა შესაძლებელი პანდემიის დამარცხება.
„თითოეული ვაქცინირებული ადამიანი ნიშნავს პანდემიის დასამარცხებლად გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს. აქედან გამომდინარე, ვუერთდები ვაქცინაციის კამპანიას. ავიცერი და თავს ვგრძნობ მხნედ, მოვუწოდებ მოქალაქეებს რაც შეიძლება მალე აიცრან, ერთად დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























