აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დადგენილების პროექტი - ,,საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტის ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტში წარდგენის შესახებ“ - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ვლადიმერ მგალობლიშვილის განცხადებით, დადგენილების პროექტმა ყველა აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა გაიარა და უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მზადაა.

„ბიუროს წევრებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის თაობაზე ინფორმაცია, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარინე გვიანიძემ მიაწოდა, განისაზღვრა ანგარიშის განხილვის ვადები.

ბიუროზე იმსჯელეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშზე.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა დავით გაბაიძემ ბიუროს უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 20 მაისის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი გააცნო, რომელიც დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს“,- აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს