ფოთის 7 სკოლაში დისტანციური სწავლება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

ფოთში, 11 საჯარო სკოლიდან 7 სკოლაში დისტანციური სწავლება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას ინფორმაციით, სამ სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ხოლო 4 სკოლაში მშობლების 60%-ზე მეტმა, დირექციას ონლაინ სწავლების მოთხოვნით მიმართა.

,,სკოლების გარკვეული ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე იქნება 31 მაისის ჩათვლით. ესენია: პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეთერთმეტე და მეთხუთმეტე სკოლები. აქედან პირველ, მეორე, მესამე სკოლებში გვაქვს კორონავირუსის შედარებით ბევრი შემთხვევა და ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანიზაციის რეკომენდაციით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. 4 სკოლაში მშობელთა 60 %-ზე მეტმა განცხადებით მიმართა დირექციას, რომ მათ შვილებს დისტანციური სწავლება გაუხანგრძლივონ. დანარჩენი ოთხი სკოლა კი გააგრძელებს დასწრებით სწავლებას. 31 მაისის შემდეგ, რა სურათიც იქნება იმის მიხედვით ვიმოქმედებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს გოჩა ქორქიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო