გელათის ტაძარში ექსპერტები სასულიერო პირებს შეხვდნენ

გელათის ტაძარში ექსპერტები იმყოფებოდნენ. ექსპერტები სასულიერო პირებს შეხვდნენ. შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის წარმომადგენელი აცხადებს, ექსპერტების მისვლა გელათის გადახურვის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას ეხებოდა.
ამასთან, ადგილზე მყოფი სასულიერო პირი განმარტავს, რომ მათ მითითებები მიეცათ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. კერძოდ, ტაძრის ხარაჩოებზე უცხო პირები შესვლის გაკონტროლებასთან დაკავშირებით, რადგან მოხდეს, როგორც ტაძრის, ასევე მოქალაქეების დაცვა.
შეგახსენებთ, დღეს გელათთან დაკავშირებით განმარტება კულტურის მინისტრმა გააკეთა. „მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის - ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, რადგან კიდევ უფრო აზიანებს ხარაჩოებზე ბოდიალი იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელშიც სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა გელათის სამონატროს კომპლექსთან დაკავშირებით.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე 2008 წლიდან 2020 წლამდე მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი.

























