ნინო ლაცაბიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო თელეთში საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო თელეთში საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის სამაჟორიტარო ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ ქვემო თელეთში სააღმზრდელო დაწესებულება 2 ჯგუფზე და 60 ბავშვზეა გათვლილი.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო თელეთში, გარდაბნის მერთან რამაზ ბუდაღაშვილთან, ქვემო ქართლის გუბერნატორთან შოთა რეხვიაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან ერთად ახალი, ადაპტირებული საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღი გავხსენით. აღნიშნული ადგილობრივი ბიუჯეტიდან 721 000 ლარით დაფინანსდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო