აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ბათუმელი მეზღვაურების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილები

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ბათუმელი მეზღვაურების ოჯახის წევრები და ნათესავები არიან შეკრებილები.
როგორც ისინი აცხადებენ, უცხოეთში გემზე დასაქმების სანაცვლოდ მეზღვაურებს 500-დან 800 დოლარამდე თანხები გამოსძალეს.
მათი თქმით, თანხები საქართველოსა და თურქეთის რამდენიმე მოქალაქემ მიითვისა, რომლებიც თანხის აღების შემდეგ აღარ გამოჩდნენ.
მეზღვაურების ოჯახის წევრები აღნიშნული პირების დასჯას და თანხების უკან დაბრუნებას ითხოვენ. მათი თქმით, ფინანსური ზარალი 30-მდე ახალგაზრდას მიადგა.

























